ეკონომიკა

მთავრობამ ბანკებისგან 120 მლნ ლარი ისესხა

02.06.20 14:20


ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 2020 წლის 2 ივნისს, 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 148 650 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.300 პროცენტით, მაქსიმალური 8.790 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.752 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.

იმავე დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდებიც გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 111 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.500 პროცენტით, მაქსიმალური 8.740 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.655 პროცენტით განისაზღვრა.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები