პოლიტიკა

"უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა ძალებმა მოახდინონ საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხება" - სერგი კაპანაძე

02.06.20 15:00


„ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის შეფასებით, პირველ ტურში მაჟორიტარებზე შეთანხმება და კოორდინირება პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ყველა ოპოზიციური ძალის ამოცანა უნდა იყოს.

„პრემიერობის კანდიდატები შესაძლოა, ყველა პოლიტიკურმა ძალამ დაასახელოს, ამაში არავითარი პრობლემა არ არის, ოღონდ ყველას კარგად უნდა ესმოდეს, საბოლოოდ, თუ ვინ იქნება პრემიერი, გადაწყდება იმით, თუ როგორი კოალიციური შეთანხმება იქნება. ამიტომ, ახლა ამისთვის დიდი ყურადღების მიქცევა სწორი არ მგონია.

რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, ეს არის ის, რომ მაჟორიტარულ ოლქებში პირველ ტურში ოპოზიციურ ძალებს შორის კოორდინირება და შეთანხმება მოხდეს. ამიტომ, ახლა საუბარი იმაზე, რომ ვიღაც ვიღაცას მხარს დაუჭერს, ჩემი აზრით, სწორი მიდგომა არ არის.

მეორე ტურში ისედაც იგულისხმება, რომ ოპოზიციურმა ძალებმა ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ. მნიშვნელოვანია ის, რომ პირველ ტურში ყველა პოლიტიკურმა ძალამ აიღოს პასუხისმგებლობა, გადალახოს წინააღმდეგობა და მოახდინოს მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების კოორდინირება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი“,-განაცხადა კაპანაძემ და დასძენს „მათი ამოცანა პირველ ტურში ბიძინა ივანიშვილის დამარცხება უნდა იყოს“.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა ძალებმა მოახდინონ საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხება ან პოზიციების კოორდინირება მაჟორიტარულ ოლქებში. ეს შეიძლება იყოს თანამშრომლობა, შეიძლება იყოს კანდიდატების არდაყენება, შეიძლება საერთო კანდიდატებზე შეთანხმება, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ამოცანა პირველ ტურში ბიძინა ივანიშვილის დამარცხება უნდა იყოს.

ამიტომ, ახლა მეორე ტურზე საუბარი, მაშინ, როდესაც ოპოზიციაში დიდი პროცესები არის დაწყებული, არ მგონია, სწორი იყოს. პირველ ტურში მაჟორიტარებზე შეთანხმება და კოორდინირება ამ ეტაპზე პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ყველა ოპოზიციური ძალის ამოცანა უნდა იყოს“,-აცხადებს სერგი კაპანაძე.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები