პოლიტიკა

სკოლა საპენსიო ასაკის 8426-მდე პრაქტიკოსმა მასწავლებელმა დატოვა – მთავრობა

02.06.20 17:00


მთავრობის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ათასზე მეტი საჯარო სკოლის 8 ათასზე მეტმა მასწავლებელმა ორ წლის ხელფასის სანაცვლოდ სკოლა დატოვა.

მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ ანგარიშში ასევე წერია, რომ 8 426-მდე პრაქტიკოსმა მასწავლებელმა, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე სკოლიდან გასვლა გადაწყვიტეს, 2019 წლის ბოლოს და 2020 წლის დასაწყისში უკვე მიიღეს ე.წ ერთჯერადი ფულადი ჯილდო , რაც რეალურად ორი წლის ხელფასია.

“საპენსიო ასაკის 1 917 საჯარო სკოლის 8 426-მდე პრაქტიკოსმა მასწავლებელმა, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, 2019 წლის ბოლოს და 2020 წლის დასაწყისში მიიღო ერთჯერადი ფულადი ჯილდო – ორი წლის ჯამური ხელფასის ოდენობით. ამასთან, შეუნარჩუნდათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შენარჩუნებით),”-წერია დოკუმენტში.

მთავრობისვე ცნობითვე, 2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებლის ანაზღაურება 150 ლარითა და მეტით გაიზარდა, რაც ჯამში 37 900 მასწავლებელს შეადგენს. სტატუსი აიმაღლა 15 ათასზე მეტმა მასწავლებელმა, შესაბამისად, მათ ხელფასი მაქსიმუმ 470 ლარით გაეზარდა გაეზარდათ.

2019 წლის მაისში განათლების მაშინდელმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა „განათლების კომპლექსური რეფორმის“ ეტაპების შესახებ ისაუბრა. მან ამ საკითხზე საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდის მიზნით, განათლების სამინისტრო ზოგადი განათლების მიმართულებით ცვლილებების შემდეგ ეტაპს იწყებს.

ბატიაშვილის განცხადებით, საპენსიო ასაკის პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, მათი ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო – ორი წლის ჯამური ხელფასი.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები