პოლიტიკა

“ლელო” მაჟორიტარობის კანდიდატებს ასახელებს

03.06.20 10:15


“ლელოს” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პარტიას უმეტეს ოლქში უკვე შერჩეული ჰყავს მაჟორიტარობის კანდიდატები. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის იქნებიან ანა ნაცვლიშვილი, კახა კოჟორიძე და გრიგოლ გეგელია:

“ჩვენ უმეტეს მაჟორიტარულ ოლქში შევარჩიეთ ძლიერი, გამორჩეული რეპუტაციის და შესაძლებლობების ენერგიული და პასუხისმგებლიანი ახალგაზრდები და გამოცდილი ადამიანები, რომლებიც იბრძოლებენ მაჟორიტარობისთვის თითოეულ ოლქში, სადაც ჩვენ გვეყოლება კანდიდატი.

ეს ადამიანები არიან “ლელოს” დღევანდელი ლიდერები. მე უბრალოდ შემიძლია გითხრათ, ვინ იგულისხმება ლიდერებში, ესენი არიან ანა ნაცვლიშვილი, კახა კოჟორიძე, გრიგოლ გეგელია და ბევრი მათი მსგავსი განათლების, შესაძლებლობების, ენერგიის და პასუხისმგებლობის ადამიანები. ჩვენ აუცილებლად ცალკე გავაკეთებთ მაჟორიტარული კანდიდატების წარდგენას და ისიც იქნება განსაზღვრული, ვინ რომელ მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს. მე უბრალოდ დაგისახელეთ ის ლიდერები, რომლებიც იქნებიან მაჟორიტარული კანდიდატები”, – განაცხადა ჯაფარიძემ.



წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები