საზოგადოება

ვაკის პარკის კასკადის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა დაიწყო

03.06.20 12:00


თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკის რებილიტაციის პროექტი რამდენიმე თვეში მზად იქნება. დედაქალაქის მერის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა და ერთ-ერთი პრიორიტეტია რომ ადგილმა პირვანდელი იერსახე დაიბრუნოს.

ამასთან კალაძემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარკისა და კასკადის აღდგენითი სამუშაოებისტვი ფინანსების მოძიებაზე მუშაობა გრძელდება.

დედაქალქის მერი მიიცნევს, რომ აღნიშნული პროექტი მოქალაქეებისტვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.

„თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებულ კასკადისა და შადრევანის რეაბილატიციის საპროექო დოკუმენტაციის შედგენაზე შპს ელემსის-თან ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში დამუშავდება კასკადისა და შადრევნების არქიტექტურული და საინჟინრო პროექტები. მნიშვნელოვანია რომ ადგილმდებარეობის პირვენდელი სახე იქნას შენარჩუნებული. ვაკის პარკს და ამ კონკრეტულ კასკადს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, შესაბამისად მნიშვნელოვანია თითოეულ დეტალზე მუშაობა, რომ მივიღოთ ისეთი, როგორიც წარმოუდგენია თბილისელებს.

დაწყებული გვაქვს მუშაობა საფინანსო ორგანიზაციებთან იმისთვის, რომ მივიღოთ დაფინანსება და რაც შეიძლება მალე დავიწყოთ ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ეს ორივე ერთად, კასკადისა და ვაკის პარკის რებილიტაცია ერთ-ერთი მსხვილი პროექტი და ქალაქისთვის მნშვნელოვანი სივრცე იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები