საზოგადოება
03.06.20 14:40
საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც ბრიტანეთი უსაფრთხო დასვენების მიზნით „საჰაერო ხიდის” იდეის ფარგლებში განიხილავს. ამის შესახებ express.co.uk-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი.
როგორც სტატიის ავტორი, დევიდ მედოქსი აღნიშნავს, გაერთიანებული სამეფოს მინისტრები წნეხის ქვეშ მოექცნენ უცხოეთის მთავრობების მხრიდან, რომლებიც კარანტინის წესების გადასინჯვას მოითხოვენ, რათა ბრიტანელებმა მიმდინარე წლის ზაფხულის პერიოდში უცხოეთში დასვენება შეძლონ.
„ესპანეთმა და საფრანგეთმა უკვე მკაფიოდ განაცხადეს, რომ მათ გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეების ხილვა სურთ დამსვენებელთა რანგში მომავალ წელს, ხოლო ბორის ჯონსონი „საჰაერო ხიდის” იდეას იხილავს უსაფრთხო ქვეყნებში ბრიტანელთა დასვენების მიზნით.
ამგვარ ქვეყანათა რიცხვში ახლახან საქართველოც მოხვდა, რომელსაც ახალი კორონავირუსით ინფიცირების მინიმალური მაჩვენებლები აქვს და იმედოვნებს, რომ მიმდინარე წელს ტურიზმის ბუმზე კაპიტალიზაციას მოახერხებს”, – აღნიშნულია სტატიაში.
როგორც სტატიის ავტორი წერს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს, რომ საქართველო ადგილობრივ ტურიზმს 15 ივნისიდან გახსნის, ხოლო საერთაშორისო ტურისტების მისაღებად 1-ელი ივლისიდან იქნება მზად.
„საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია, რომლის ქვეყანა ტურიზმის ბუმზე კაპიტალიზაციას იმედოვნებს, აცხადებს, რომ „საჰაერო ხიდები” უნდა გაიდოს უსაფრთხო ქვეყნებთან, სადაც ინფიცირების უმნიშვნელო მაჩვენებელი ფიქსირდება. მის ქვეყანაში 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 700-ს ასცდა, ამჟამად კი ვირუსისგან თავისუფალია. ბატონი გახარია ადასტურებს, რომ საქართველო ადგილობრივ ტურიზმს 15 ივნისიდან გახსნის, ხოლო საერთაშორისო ტურისტების მისაღებად 1-ელი ივლისიდან იქნება მზად”, – ნათქვამია სტატიაში.
აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს 2019 წელს 9.4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რითაც ის ყველაზე სწრაფად მზარდი დანიშნულება გახადა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
„ადგილობრივი და საერთაშორისო დამსვენებლებისთვის ქვეყანაში უსაფრთხო პირობების შექმნა ვირუსთან ბრძოლის კონტექსტში მთავრობის წარმატებული ძალისხმევის უახლეს ეტაპზე მოიაზრება. ბატონი გახარია ასევე აცხადებს, რომ „საქართველო საერთაშორისოდ არის აღიარებული ახალი კორონავირუსის პანდემიისადმი ჩვენი ქმედითი რეაგირების გამო.
მსოფლიომ შეიძლება, საქართველოს შესაძლებლობების ირწმუნოს, რადგან საერთაშორისო მოგზაურთა და სტრესის გარეშე დასვენების მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხე დახვდებათ ჩვენთან. მთავრობა გააგრძელებს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას, რათა ზრუნვის უმაღლესი სტანდარტი შენარჩუნდეს და იმავდროულად ტურიზმის სექტორში სამუშაო ადგილები და არსებობის პირობები იქნეს დაცული”, – ციტირებს გამოცემა გიორგი გახარიას განცხადებას.
სტატიის ავტორი ასევე ციტირებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანლის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებას.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი, მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს – „სიხარულით მივიღებთ კვლავ ბრიტანელ ტურისტებს, რათა საქართველოსა და შავი ზღვის სილამაზე იხილონ, უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში დაისვენონ”. ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციამ მთავრობასთან ერთად შეიმუშავა დარგის ამუშავების სამეტაპიანი გეგმა.
მთავარი აქცენტი კეთდება საერთაშორისოდ აღიარებული ჯანდაცვის რეგულაციების დაკმაყოფილების გზით უსაფრთხოების შენარჩუნებაზე, რაც სავალდებულოდ აღსასრულებელი იქნება დარგში მომუშავე ყველა სუბიექტისთვის (დაბინავების ობიექტები, რესტორნები, ტურისტული სააგენტოები, გიდები და ტურისტული ტრანსპორტი). საერთაშორისო მითითებები დაინერგება ყველა აეროპორტსა და სახმელეთო საზღვარზე, რათა მაქსიმალური უსაფრთხოება იქნეს უზრუნველყოფილი ყველა საერთაშორისო მოგზაურისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის. „ამ პროცესის შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან „უსაფრთხო კორიდორების” შესახებ ორმხრივი შეთანხმებების გასაფორმებლად და დადებითი შედეგების უზრუნველსაყოფად. პროცესში ჩართულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი ავიაკომპანია, რომელმაც საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ბაზარზე დაბრუნების სურვილი გამოხატა”, – ნათქვამია სტატიაში.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 316
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24