პოლიტიკა

რომან კაკულია: დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იქნება

04.06.20 12:40


დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია, დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საარჩევნო სისტემის შეცვლის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იქნება.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტ ლეგიტიმაციას შეიტანს.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ცვლილებები იყოს მიღებული.

საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს ვუჭერდი და დავუჭერ, რადგან საქართველოში დიდი
ხანია დრო დადგა, პოლიტიკურმა ძალებმა ლეგიტიმაცია თავიანთი იდეების საშუალებით მოიპოვონ და არა ვინმესთან ბრძოლის საშუალებით. ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტ ლეგიტიმაციას შემოიტანს. დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იქნება“, – განაცხადა რომან კაკულიამ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები