პოლიტიკა

არავინ არსად არ მიდის - წულუკიანი ირწმუნება, რომ გიორგი გახარია თანამდებობაზე რჩება

04.06.20 13:00


იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან არ მიდის.

„გუშინ გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიდის თანამდებობიდან. ეს არის ე.წ. ფეიკ ნიუსი. არავინ არსად არ მიდის"- თქვა მინისტრმა.

მისი თქმით, გახარია გუნდს საბოლოო გამარჯვებამდემიიყვანს.

"ყველანი ვრჩებით იქ, სადაც ამჟამად გვხედავთ და ეს იქნება გუნდი, რომელიც არა მხოლოდ პანდემიას დაამარცხებს, არამედ სახელისუფლებო გუნდი, რომელიც მორიგჯერ დაამარცხებს დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნებით იმ პრობლემას, რომელსაც ქვია ფეიკ ნიუსების შემქმნელი ოპოზიცია და მათი მედიასაშუალებები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები