პოლიტიკა

ნათია თურნავა - ბიუჯეტში აისახება ყველა სოციალური დაპირება, დახმარება და პროგრამა, რასაც ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს

04.06.20 14:00


საბიუჯეტო ცვლილებები პარლამენტს დადგენილ ვადებში წარედგინება და მასში ასახული იქნება ყველა ცვლილება, რასაც ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საბიუჯეტო ცვლილებებზე მუშაობა ყოველდღიურად მიმდინარეობს.

„ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ბიუჯეტის ცვლილებებზე ფინანსთა სამინისტროსთან და პრემიერის ოფისთან ერთად. დადგენილ ვადებში შევა და ასახავს ყველა იმ ცვლილებას, რაც იყო გაცხადებული ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მათ შორის საკრედიტო-საგარანტიო სქემის გაზრდილი ბიუჯეტი, ასევე მიკრო გრანტების ბიუჯეტს 40 მილიონამდე ვზრდით მცირე ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის. გაზრდილი ბიუჯეტი „აწარმოე საქართველში“ პროგრამებისთვის და, რა თქმა უნდა, რაც ჩვენი სამინისტროს გარეთ გადის, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის გაზრდილი ბიუჯეტი ჯანდაცვის სამინისტროსთვის, რადგან მზად ვიყოთ თუნდაც მეორე ტალღისთვის და გავაძლიეროთ ამ მიმართულებით ჩვენი ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მისი თქმით, ბიუჯეტში აისახება ყველა სოციალური დაპირება, დახმარება და პროგრამა, რაც აქამდე ითქვა.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები