პოლიტიკა

რუსეთის ზეგავლენა ქართულ ეკონომიკაზე: "საქართველო სულ უფრო შორდება დასავლეთს ეკონომიკური კავშირების თვალსაზრისით"- სამადაშვილი

04.06.20 14:20


პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამდაშვილის განცხადებით, რუსეთის ზეგავლენა ქართულ ეკონომიკაზე საგრძნობლად გაზრდილია და ამას ადასტურებს ფრონტერას საქმეც.

„ფრონტერას შემთხვევა, ესაა ერთი კონკრეტული მაგალითი იმ პოლიტიკის, რომელსაც „ქართული ოცნება“ უკვე 8 წელია ქვეყანაში აწარმოებს და რომლის პირდაპირი შედეგიცაა ის, რომ ქართულ ეკონომიკაზე რუსეთის ზეგავლენა საგრძნობლადაა გაზრდილი.

ჩემი აზრით, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპა ეროვნული დღესასწაული მოგვილოცა და საქართველოს ბაზრების დივერსიფიკაციისკენ მოუწოდადა, ეს გარკვეულწილად იყო მინიშნება, რომ საქართველო სულ უფრო შორდება დასავლეთს ეკონომიკური კავშირების თვალსაზრისით“, - განაცხადა სამადაშვილმა.

საქართველოს მთავრობა მორიგ სკანდალში ეხვავა - ამერიკული კომპანია „ფრონტერა“ ხელისუფლებას სასამართლო განჩინების უგულებელყოფაში ადანაშაულებს.

"ფრონტერა"-მ გიორგი გახარიას საგანგებო წერილი გამოიგავნა, რომელშიც
სახელმწიფოსთან დადებული კონტრაქტის უკანონო შეწყვეტაზეა საუბარი.

წერილის თანახმად, კომპანიის აქტივების ჩამორთმევის ირგვლივ არსებული ძალისხმევა ხაზს უსვამს კანონისადმი უპატივცემულობასა და საქართველოში ამერიკული კერძო სექტორისთვის არასახარბიელო საინვესტიციო კლიმატის არსებობას.

წერილს ავტორები ამერიკული ინვესტიციების მიმართ დისკრიმინაციულ ქმეებებზეამახილებენ ყურადღებას.

"საქართველო დავიდა რუსული სტილის კლეპტოკრატიამდე" - წერია წერილში.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები