პოლიტიკა

საერთო მაჟორიტარი კანდიდატები - „ევროპული საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს კანდიდატების შერჩევა დაიწყონ

04.06.20 15:40


საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება გამარჯვების საკვანძო ელემენტია - ეს განცხადება "ევროპულ საქართველოში" პარტიის ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და გიგა ბოკერიამ გააკეთეს.

პარტიაში ოპოზიციურ პარტიებს მიმართავენ, ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების საკითხზე არსებული შეთანხმების ერთგულნი დარჩნენ და კანდიდატების შერჩევა დაიწყონ.

დავით ბაქრაძის განცხადებით, "ევროპული საქართველო" მზად არის, უახლოეს დღეებში სხვა ოპოზიციურ პარტიებს შეხვდეს და შეთანხმდნენ, ვინ იქნებიან ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატები.

„მინდა, თავიდანვე, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დავაფიქსირო „ევროპული საქართველოს“ პოზიცია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება ოლქების დიდ ნაწილში და პირველ რიგში, თბილისში, ეს არის საკვანძო ელემენტი ოპოზიციის გამარჯვებისთვის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. ამიტომ მთლიანად მხარს ვუჭერთ და მზად ვართ კონსულტაციებისთვის, ოღონდ არა ზოგადი კონსულტაციებისთვის, მზად ვართ, შევიკრობოთ და უახლოეს დღეებში შევთანხმდეთ იმაზე, თუ ვინ იქნებიან ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატები პირველ ეტაპზე თბილისში და შემდეგ უკვე გაგრძელდეს საუბარი თბილისის გარეთაც. ჩვენ ამის მზადყოფნას ვადასტურებთ”, - განაცხადა ბაქრაძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები