პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე: პარლამენტში ჩემი სტუმრობა იქნება საქმიანი და არა – პოლიტიკური შოუ

04.06.20 17:20


“პარლამენტში ჩემი სტუმრობა იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული შედეგობრივი პასუხებით და არა – პოლიტიკური შოუ”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმითვე, საქართველოს პარლამენტში ის აუცილებლად მივა.

„პარლამენტში მე აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული შედეგობრივი პასუხებით და არა – პოლიტიკური შოუ. არა მხოლოდ როგორც მინისტრი, ზოგადად, როგორც მოქალაქე, ვარ საკმაოდ პასუხისმგებლიანი ადამიანი ისევე, როგორც კანონმორჩილი. მე გავიარე არაერთი კონსულტაცია იურისტებთან და, შესაბამისად, ზუსტად ვიცი, რომ პარლამენტის რეგლამენტი არ დამირღვევია“, – განაცხადა ტიკარაძემ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები