პოლიტიკა
05.06.20 10:15
თქვენი ნარატივი აშკარა მსგავსებას ავლენს "ოცნების" ნარატივთან - ამ სიტყვებით უპასუხა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა "კავკასიური სახლის" საპასუხო წერილს.
ევროპარლამენტარმა "კავკასიურ სახლსა" და ტელეკომპანია "იმედს" მის წინააღმდეგ წარმოებულ მედიაკამპანიაში ბრალი დასდო.
კრამონის თქმით, კავკასიური სახლი აშშ-ს, საქართველოს მოკავშირეს ღიად უტევს და ამით ორგანიზაციის რეპუტაციას აზიანებს.
"პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, მივიღე თქვენი მონაწერი. სამწუხაროა, რომ თამასა მიმოწერაში აგრძელებს დაბლა დაშვებას. თავს ვერ მივცემ ასე ღრმად ჩამოყოლის უფლებას.
შესაბამისად, იხილეთ ჩემი უკანსაკნელი პასუხი.
თქვენს პირველ წერილში არაერთგზის და ამავდროულად მცდარად დამდეთ ბრალი ზოგიერთი პოლიტიკოსის „პოლიტპატიმრად“ შერაცხვაში. ამ ცილისწამების განსამტკიცებლად ციტატად მოიყვანეთ თებერვალში გაკეთებული ჩემი კომენტარი ტვიტერიდან სადაც ვაცხადებ, რომ „პოლიტიკური ოპონენტების დევნა დაუშვებელია და აზიანებს საქართველოს“.
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ „პოლიტიკური ოპონენტი“ იგივეა რაც „პოლიტიკური პატიმარი“, მაშინ იძულებული ვარ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ კარგად კითხვის აუცილებლობის შესახებ.
არგუმენტირების კიდევ ერთი მცდელობისას, თქვენ მახსენებთ ჩემ მიერ 8 მარტის შეთანხმების მხარდაჭერას. ეს შეთანხმება, კვალავს რა გზას უფრო სამართლიანი, უფრო კონკურენტუნარიანი არჩევნებისკენ, დიდი მიღწევაა ქართული დემოკრატიისთვის.
შესაბამისად, გასაკვირია არა ჩემ მიერ შეთანხმების მხარდაჭერა, არამედ თქვენი ჭოჭმანი შეახსენოთ თქვენს ხელისუფლებას მათი ანგარიშვალდებულება და მოსთხოვოთ სიტყვის შესრულება. ბატონი ივანიშვილის ქართულმა ოცნებამ ერთხელ უკვე გატეხა თავისი პირობა და ახლა იმავეს გაკეთების კიდევ ერთი მცდელობა უფრო და უფრო ამსგავსებს მას სააკაშვილის საზარელ რეჟიმს.
თქვენ თითქოს ასევე მიანიშნებთ, რომ მე უნდა ვიყო ანგარიშვალდებული იმაზე თუ რა თქვა ან არ თქვა ევროპარლამენტის ზოგიერთმა წევრმა. თქვენ მიერ ჩამოთვლილ პირთაგან არცერთი არ არის ჩემი პარტიის წევრი. უფრო მეტიც, ისინი არიან ჩემი პოლიტიკური ოპონენტები.
შესაბამისად, მსუბუქად რომ ვთქვათ, ცოტა არ იყოს არაეფექტურია ჩემგან მოითხოვდეთ განმარტებას ჩემი ოპონენტების იმ სიტყვებზე, რომლებსაც თქვენ მცდარად ისევ მე მომაწერთ.
თქვენ თუ ჩემი ოპონენტების სიტყვებზე განმარტების მოსმენა გსურდათ მაშინ თქვენი წერილი უნდა დაგესათაურებინათ მათი სახელებით და არა ჩემით. მთავარი კითხვა, რომელსაც აქ პასუხი უნდა გაეცეს, არის ის, თუ რატომ უტევთ ასე გამალებით, აშკარა და მარტივად უარსაყოფი ტყუილებით თქვენს საერთაშორისო მოკავშირეს? რატომ აყენებთ თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ? იქნებ, სამართლიანობის პოვნის კეთილშობილური მიზანი კი არა პოლიტიკური მოტივი გამოძრავებთ? თქვენი ნარატივი ორივე წერილში აშკარა მსგავსებას ავლენს ქართული ოცნების ნარატივთან და იმეორებს რამდენიმე იმ პუნქტს, რომელსაც მთავრობის წევრები აჟღერებდნენ.
თქვენსა და ქართული ოცნების მხარდამჭერი ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ჩემს წინააღმდეგ წარმოებული (სავარაუდოდ) ორგანიზებული მედია კამპანია („პოლიტოლოგებად“ წოდებული პირების მონაწილეობით) ასევე მიუთითებს იმაზე, რომ თქვენს წამოწყებაში მარტო არ მოქმედებთ. მე ვურჩევდი კავკასიურ სახლს, რომ ან იყოს დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციის სტატუსის ერთგული ან ღიად განაცხადოს თავისი პოლიტიკური მოტივების შესახებ. ჩვენ, თქვენს მოკავშირეებს, გვაქვს უფლება ვიცოდეთ, ვისთან გვაქვს საქმე.
მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია განვიხილო თქვენთან სტუმრობის შესაძლებლობა, რათა ვისაუბროთ „სააკაშვილის სასტიკ რეჟიმზე“ (რომელიც თითქმის 8 წლის წინ დასრულდა), მაგრამ უწინარესად მიმდინარე პრობლემებზე. ისეთ პრობლემებზე როგორებიცაა დემონსტრანტების ძალადობრივი დაშლა, მოსამართლეთა გაუმჭვირვალე დანიშნვა (ზოგიერთი მათგანი საკამათო განათლებით), პოლიტიკური ოპონენტების დევნა, დემოკრატიაზე გულის აცრუება, რუსული ოკუპაცია და სხვა მრავალი წინაღობა რომელიც აბრკოლებს საქართველოს იყოს ის ქვეყანა, რომელსაც მისი ხალხი იმსახურებს.
იმედი მაქვს, მომავალში მოახერხებთ თქვენს მოკავშირეებთან კომუნიკაციის უფრო კონსტრუქციული გზების შერჩევას და დაიწყებთ იმ ხიდების აღდგენას, რომლებიც უსაფუძვლო და არაინფორმირებულმა პირადმა ბრალდებებმა სამწუხაროდ ძლიერ დააზიანა.
პატივისცემით, ვიოლა ფონ კრამონი" - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 235
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24