საზოგადოება

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა დაწესდება

05.06.20 10:30


ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების განხორცილების შემდეგ პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა დაწესდება.

ცვლილებათა პროექტის მიხედვით, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება. პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვებისთვის კი 500 ლარით იურიდიული პირი დაჯარიმდება.

კანონპროექტის თანახმად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით გადაადგილებისას მგზავრი და მძღოლი ვალდებულია, ატაროს პირბადე. თუ მგზავრი არ ატარებს პირბადეს, ის დაჯარიმდება 50 ლარით. 50 ლარით დაჯარიმდება ასევე მძღოლიც, თუ ის არ ატარებს პირბადეს.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები