პოლიტიკა

ერთი წელი გავრილოვის სისხლიანი ღამიდან - 20 ივნისს პარლამენტთან აქცია გაიმართება

05.06.20 11:45


"გავრილოვის ღამიდან" ერთი წლის თავზე რუსთაველზე აქცია ჩატარდება. სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია" გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ 20 ივნისის სისხლიანი ღამიდან ერთი წლის შემდეგ, ძალის გადამეტების ფაქტები გამოუძიებელია, დაზარალებულის სტატუსი აქციის მონაწილეების დიდ ნაწილს ისევ არ აქვს მინიჭებული. "სირცხვილია" მოუწოდებს ყველას შეუერთდეს აქციას, ვისაც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევა, ბიუჯეტის ფულის ფლანგვა და ერთპიროვნული მმართველობა აწუხებს.

ამ დრომდე არ არის გამოძიებული ძალის გადამეტების არცერთი ფაქტი და არ არის დასჯილი არცერთი სამართალდამცველი;

მომხდარზე პასუხისმგებელი შს მინისტრი დაწინაურებულია პრემიერად;

მოგონილი და შეთითხნილი “სახელმწიფოს გადატრიალების” ბრალდებით ციხეში გამოკეტეს “გავრილოვის პატიმრები” და პოლიტიკური ოპონენტები.

დღემდე, ორის გარდა, არცერთ დაშავებულს არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი;

ზუსტად ერთი წელი გავიდა და ჯერ კიდევ არ მიგვიღია დაპირებული პროპორციული არჩევნები, არც სრულად და არც მიახლოებული მოდელით (120/30), სისტემა, - აღნიშნულია განცხადებაში.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები