პოლიტიკა

პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებები ოპოზიციის უფლებრივ მდგომარეობას აუარესებს - რა ცვლილებებს ამზადებს "ოცნება"

05.06.20 12:00


პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებები ოპოზიციის უფლებრივ მდგომარეობას აუარესებს - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა"საქართველო საუბრობს.

განცხადების თანახმად, ,,ქართული ოცნება' რეგლამენტში ცვლილებებით საპარლამენტო ოპოზიციის დასუსტებას ცდილობს და ოპონენტენს პრაქტიკულად უუფლებოდ ტოვებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, უმრავლესობის წევრთა მიერ პირველ ივნისს რეგლამენტში ინიცირებული ცვლილებებით ოპოზიციას დღეს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებიც უმცირდება.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობის' განმარტებით ეს ცვლილებები პარლამენტში გააუარესებს მცირე რაოდენობით წარმოდგენილი პარტიების მდგომარებას და დაასუსტებს ოპოზიციას.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები