ანალიტიკა

სომეხი ფალსიფიკატორების მიერ “ბოლომდე ვერ მითვისებული“ ეკლესია ზაქათალაში და პროვოკაციები მის ირგვლივ

05.06.20 12:20


დავიწყოთ იქიდან, რომ ჰერეთი და ალბანეთის სამეფო შექი ერთი და იგივე სახელმწიფოს ორი ისტორიული სახელწოდებაა. ვინაიდან ალბანელები და ქართველები ძმური ხალხი და თანამებრძოლები იყვნენ, მათ შორის არ იყო აშკარა ”ეთნიკური საზღვრები”. ზუსტად ისე, როგორც არ იყო საზღვრები ძმურ ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის. აფხაზეთის სამეფოს, ერთ დროს, დასავლეთ საქართველოს ეძახდნენ, რომლის დედაქალაქი იყო ქუთაისი. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთის არქიტექტურულ ძეგლებს ერთდროულად უწოდებენ როგორც ქართულ, ისე ალბანურს - ამაში არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს.

სამწუხაროდ, ალბანური მემკვიდრეობის უმეტესი ნაწილი "მიითვისეს" სომეხმა ფალსიფიკატორებმა და ისინი ამ ეკლესიებს "სომხურად" თვლიდნენ. მათ ვერ მოახერხეს ტაძრების მთლიანად მითვისება შაქი-ზაქათალის ზონაში, ისევე როგორც ყარაბაღში, რადგან აქ ჰაითა ჩამოსახლებულთა მცირე რაოდენობაა. ამავდროულად, სომეხი ნაციონალისტები და პროვოკატორები იყენებენ ამ ეკლესიებს და ამ ტაძრების შესახებ „ფეიკებს“ იგონებენ, რათა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი გამოიწვიონ.

ერთ-ერთი ასეთი ძეგლი არის ზაქათალაში შემავალი ეკლესია, რომელიც ძველი იმჟამინდელი ალბანურ-ქართული ტაძრის ადგილზე, რუსეთის იმპერიის წლებში განახლდა და აღდგენილ იქნა. მისი მრევლი იყო რუსული ჯარის ქვედანაყოფის ჯარისკაცი და ზაქათალაში მცხოვრები მართლმადიდებელი ქართველები (ზაქათალაში ინგილო ქართველების უმეტესობა მუსლიმი იყო).

სხვათა შორის, ზაქათალას შერეული რუსულ-ქართული მართლმადიდებლური ოჯახიდან მოდის წარმოშობით ქართველი გამოჩენილი საბჭოთა მოღვაწის ლავრენტი ბერიას ამხანაგი - ვსევოლოდ მერკულოვი. მისი მამა რუსი იყო, დედამისი კი ქართველი და ისინი იყვნენ ეკლესიის მრევლი ზაქათალაში. სამწუხაროდ, მრავალი თვალსაზრისით, 1953 წელს ცნობილი სომეხი ნაციონალისტი ანასტას მიქოიანის ინტრიგებით, ლავრენტი ბერია და მისი თანამოაზრეები, მათ შორის სსრკ სახელმწიფო კონტროლის მინისტრი ვსევოლოდ მერკულოვი, აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი მირ ჯაფარ ბაგიროვი და სხვა მრავალი მოღვაწეები მოიხსნენ თანამდებობებიდან და უკანონოდ რეპრესირებულნი იყვნენ. სიმბოლურია, რომ დაახლოებით ამავე დროს ზაქათალაში ეკლესია დაიხურა. იმავე ანასტას მიქოიანმა, ხრუშჩოვთან ერთად, შემდეგ მოაწყო მართლმადიდებლური ეკლესიის მასობრივი დევნა და ეკლესიების დახურვა მთელ სსრკ-ში.

აზერბაიჯანი ყურადღებით ეპყრობა თავის ტერიტორიაზე ქრისტიანულ მემკვიდრეობას.

მაგალითად, კახში აღადგინეს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და ქურმუხის ეკლესია.

ისინი მოქმედებენ როგორც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კახისა და ქურმუხის ეპარქიების საკათედრო ტაძრები.

დღეს ინგილო ქართველთა შორის კახში ბევრად მეტი მართლმადიდებელი ქრისტიანია, ვიდრე ზაქათალაში (სადაც მცხოვრები ქართველები ძირითადად მუსლიმები არიან). თუ ზაქათალაში თანაბრად დიდი მართლმადიდებლური თემი არსებობდა, მაშინ ტაძარი აღდგენილი და ექსპლუატაციაში იქნებოდა დიდი ხნის წინ.

მართლმადიდებლური საზოგადოების სიმცირის მიუხედავად, ზაქათალაში ტაძარი მალე დარესტავრირდება. უფრო მეტიც, ეს საკითხი უფრო და უფრო ხმამაღლა წამოჭრა ქალაქის საზოგადოებამ - და თან მუსულმანებმა! მოგვყავს ამონარიდი სტატიიდან: ”უძველესი ტაძარი ზაქათალას ტერიტორიაზე, ისევე, როგორც მრავალი სხვა ჩრდილო-დასავლეთ აზერბაიჯანში, მიტოვებულ მდგომარეობაშია, მაგრამ პასუხისმგებელ სტრუქტურებს ეს არ აინტერესებთ” (https://az.sputniknews.ru/photo/20171203/413019769/albanskaja-cerkov-hram-pamjatnik-istorii.html ):

”ძველი ალბანური ეკლესია ზაქათალის ცენტრში, რომელიც, სავარაუდოდ, მე-5-6 საუკუნეებით თარიღდება, არის ჩვენი წინაპრებისგან დარჩენილი ფასდაუდებელი მემკვიდრეობა. მაგრამ ვართ კი ღირსნი ასეთი მემკვიდრეობის?

ადგილობრივი მკვლევარების მოთხრობების თანახმად, XIX საუკუნის შუა ხანებში ეკლესია, რომელიც უკვე მიტოვებული იყო და დანგრეული, აღადგინეს მართლმადიდებლურ ეკლესიად, სადაც ჩატარდა მსახურება და ლოცულობდნენ ზაქათალას გარნიზონის რუსი ოფიცრები.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ეკლესია დიდი ხნის განმავლობაში ცარიელი იყო. რამოდენიმე ათწლეულის შემდეგ, ტაძარი კვლავ აღორძინდა - სოფლის მეურნეობის კოლეჯის სტუდენტებს უფლება მიეცათ იცხოვრონ ტაძრის შენობაში და მათ შემდეგ, რამდენიმე სომეხი ოჯახი დროებით დასახლდნენ ტაძარში.

55 წელია, რაც დილბარ ომაროვა ცხოვრობს სახლში, რომელიც მდებარეობს უძველესი ტაძრის გვერდით. Sputnik აზერბაიჯანის რეგიონულ კორესპონდენტთან ინტერვიუში მან თქვა, რომ ყარაბაღის მოვლენების დაწყების შემდეგ ტაძარი ცარიელი იყო: "ამ დროს სომხებთან ერთად ვცხოვრობდით. მათ არ სურდათ აქედან წასვლა. თავიანთი სომხები ეუბნებოდნენ:" თქვენ ყარაბაღის მსხვერპლნი გახდით".

დღეს ასაკოვან ქალს რცხვენია იმის გამო, რომ უძველესი ძეგლი მიტოვებულია, ის უხერხულად გრძნობს თავს ტურისტების წინაშე, რომლებიც ხშირად ტაძრის სანახავად ჩამოდიან. "რას იფიქრებენ ჩვენზე, როდესაც ხედავენ რა მდგომარეობაშია ეს ძეგლი? მე არ ვარ პასუხისმგებელი ადამიანი, მაგრამ მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე. ეს ყველაფერი მაწუხებს, მაგრამ შესაბამის ორგანოებს საერთოდ არ აწუხებს" - აღშფოთებულია დილბარ ხანუმი.

იგი იმედოვნებს, რომ კავკასიის ყველა მუსლიმთა ოფისის ხელმძღვანელის, ჰაჯი ალაჰშუქურ ფაშაზადეს ზაქათალაში ჩასვლის შემდეგ ტაძარი აღდგება.

”მაგრამ აშკარაა, რომ შენობის ბედი არავის აწუხებს. თვეში ერთხელ მოდიან, ასუფთავებენ და მიდიან”, - ამბობს აღშფოთებული ქალბატონი.

მისი თქმით, ადრე ტაძრის მახლობლად იდგა წარწერებიანი დიდი ქვა, მაგრამ როდესაც სომხები მიდიოდნენ, თან წაიღეს ის”.

როგორც მასალიდან ჩანს, ადგილობრივი მოსახლეობა, აზერბაიჯანელები ძალიან შეშფოთებულნი არიან ზაქათალას ტაძრის ბედით და მის აღდგენას ითხოვენ. აქედან გამომდინარე, ის, რაც ახლახან გამოიგონა ცნობილმა პროვოკატორმა და ადამიანის უფლებების ვაი-დამცველმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ, რომელიც საქართველოში ღიად მუშაობს ერევნისთვის და ცდილობს, სომხეთის მითითებით, გამოიწვიოს კონფლიქტი ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის. კერძოდ, ამ პროვოკაციის შესახებ იტყობინება გამომცემლობა "ახალი ერა" სტატიაში "სომხური სპეცსამსახურების დივერსიული საქმიანობა საქართველოში - გამხილება":
”საქართველოში ნაკლებად ცნობილი სომეხი აგენტი, ზემოხსენებული პრო-სომხური ”ასოციაციის” ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე, სომხური მედიის გვერდებზე კვლავ გამოჩნდა ამჯერად, ” უფრო ხმამაღალი სენსაციით”, ვითომ აზერბაიჯანში ირღვევა ეთნიკურად ქართველების უფლებები. ერთ-ერთი სომხური რადიოს ვებსაიტზე, ამის შესახებ ყალბი მასალა გამოაქვეყნეს სომხურმა სპეცსამსახურებმა ქართულ ენაზე. სომხურ ფალსიფიკაციას ამშვენებდა არაპროფესიონალური კოლაჟი, რომელიც შედგებოდა რამდენიმე დანგრეული ტაძრისა და ნაგებობისგან ფერმკრთალი ნიკოლოზის ავტოპორტრეტის გვერდით. კოლაჟზე კიდევ ერთი ოთახი იყო ნაჩვენები და სომხურმა „ფეიკმა“ განაცხადა, რომ ეს იყო ქართული ეკლესია, რომელიც საპირფარეშოდ გადაკეთდა. აზერბაიჯანსა და საქართველოში მცხოვრებმა ყველაზე განათლებულმა ადამიანმაც კი კარგად იცის, რომ ზაქათალას რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველები 99% მუსლიმია, ხოლო აზერბაიჯანის ამ ნაწილის მთელი მოსახლეობა 99% ისლამის მიმდევარი. ხოლო უძველესი ნაგებობები, ციხესიმაგრის კედლები, საგუშაგო კოშკები, ისტორიის სხვადასხვა პერიოდის ეკლესიები, ქარავან-სარაი და გადარჩენილი მეჩეთები დაცულია აზერბაიჯანული სახელმწიფოს მიერ, რომელიც მთელ მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ერთერთი ყველაზე ტოლერანტული ქვეყანა, სადაც ათობით ხალხისა და სარწმუნოების წარმომადგენლები ცხოვრობენ საუკუნეების განმავლობაში მშვიდობასა და ჰარმონიაში, თანაც დაცულია მათი კულტურა და თვითმყოფადობა, მათ შორის ეთნიკური ქართველ-ინგილოებისა... ”

ასევე აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ სომეხმა ფალსიფიკატორებმა არ მიატოვეს მცდელობები მიითვისონ ზაქათალას ეკლესია. ეკლესიაში, სპეციალურად საბჭოთა პერიოდში, დასახლდნენ სომხური ოჯახები.

სხვათა შორის, საიდან მოიტანა ასე პროვოკაციულად დამახინჯებული ამბავი "ტაძრის ტუალეტად" გადაქცევისა მჟავანაძემ? განა ეს არ არის სომეხთა მოგონებების მიხედვით, რომლებიც ტაძარში ცხოვრობდნენ და სალოცავებს იყენებდნენ „საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის“? მაშ, რატომ არ დაინტერესდება მჟავანაძე, თუ რამდენად „პატივცემულად“ ეპყრობოდნენ სომხები მართლმადიდებლურ სალოცავებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ზაქათალის ეკლესიაში?

Sputnik– ის პუბლიკაციაში სტატიაში ნახსენები კიდევ ერთი ფაქტი „დიდი ქვა წარწერებით“, რომელიც სომხებმა ჩამოიტანეს, როდესაც ისინი მართლმადიდებლურ ეკლესიაში დასახლდნენ, რომელიც მიტოვებული იყო. ანუ სალოცავის „მითვისება“ სპეციალურად მომზადდა ჯერ კიდევ იმ შორეულ საბჭოთა ათეისტურ დროს. სავარაუდოდ, "სომხური" წარწერებიანი ქვა სპეციალურად იქნა გამოსახული.

მერე, როდესაც მიხვდნენ, რომ მათი არ ყოფნის დროს შესაძლებელი იყო ეს ფალსიფიკაცია გამოკვლეული და გამხილებული ყოფილიყო, ზაქათალიდან წასვლის დროს სომხებმა წაიყოლეს „ძველი არტეფაქტი“. ვინ იცის, იქნებ, ეს იდუმალი მოხეტიალე "წარწერებიანი უძველესი ქვა" მალე საქართველოში იმ 465 ქართული ეკლესიის ერთ – ერთის მახლობლად აღმოაჩინონ, რომელზეც პრეტენზიები აქვთ სომეხ ნაციონალისტებს.




KavkazPlus

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები