პოლიტიკა

სომხეთი საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში სოლიდარობისთვის მადლობას უხდის

05.06.20 13:00


სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერმა ლენა ნაზარიანმა ქართველ კოლეგებს სიტყვით მიმართა.

”როგორც სომხეთ-საქართველოს საპარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის ლიდერი, მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს და ქართველ ხალხს სომხეთისთვის ამ რთულ დროს სოლიდარობისა და დახმარების მზაობის გამოხატვისთვის.

ჩვენმა მეგობარმა ხალხებმა ათასწლეულების განმავლობაში გადალახეს პრობლემები და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად აღვნიშნავთ გამარჯვებას ამ უხილავ მტერზე - კორონავირუსზე ”, - განაცხადა ლენა ნაზარიანმა.

საქართველოს საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს შორის ინტენსიური კომუნიკაციაა. უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სომხეთში პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო სოხურ მხარეს სოლიდარობას უცხადებს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები