პოლიტიკა

თამარ ჩუგოშვილი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდეს

05.06.20 14:40


საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკაში აღარ იყოს.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ პოლიტიკაში აღარ იყოთ, ჩუგოშვილი პასუხობს, რომ გამორიცხული არაფერია.

რაც შეეხება ინფორმაციას „ლელო საქართველოსგან“ მიღებულ შეთავაზებაზე, ჩუგოშვილი აღნიშნავს, რომ მის მიმართ სხვადასხვა კონსულტაცია და წინადადებები ყოფილა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან და მის მომავალ პოლიტიკურ ოჯახთან დაკავშირებითაც.

„შესაბამისად, ამაზე საუბარი არაფრის მომცემი არ არის. ბევრ პოლიტიკოსთან მქონია შეხვედრა და საუბარი სხვადასხვა მიზეზის გამო. ნაწილობრივ იმიტომ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ვიხილავთ და მნიშვნელოვანია არჩევნების ბედი. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ცხელი პოლიტიკური წელი გვაქვს და სხვადასხვა თემაზე ბევრ პირთან მქონია საუბარი.

კონკრეტიკაში არ შევალ, სწორი არ იქნება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები