პოლიტიკა

ნიკა მელია: წინასაარჩევნო კამპანიას თბილისის მხოლოდ ორ რაიონში – გლდანსა და სამგორში დავიწყებთ

05.06.20 15:20


დღეიდან “ნაციონალური მოძრაობა” წინასაარჩევნო კამპანიას თბილისის მხოლოდ ორ რაიონში – გლდანსა და სამგორში დაიწყებს. ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” წევრმა, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს თმობს.

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში თვალ-ყურს ვადევნებთ პერიპეტიებს მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით. ეს ვნებათაღელვა მატულობს და მატულობს, ხშირ შემთხვევაში – უადგილოდ. მიზანში ამოღებულია „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია იმდენად, რამდენადაც, სამწუხაროდ, რამდენიმე სუბიექტმა მიიჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ხელისშემშლელი ფაქტორი შეთანხმების მისაღწევად მაჟორიტარულ ოლქებსა და განსაკუთრებით, თბილისში. ამის საფუძველი არ არსებობდა პირველივე დღიდან. მე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ყველა შეხვედრაზე წარმოვადგენდი და წარმოვადგენ პარტიის ინტერესებს. „ნაციონალური მოძრაობა“ ერთგული რჩებოდა და რჩება ერთობის მიმართ. „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, რომელმაც გასულ არჩევნებზე თბილისში, მილიონ-ნახევრიან ქალაქში 200 000 ხმა მიიღო, რაც ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ მიღებულ ხმებზე მეტია, თმობს თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს. ამით ჩვენ ვდემონსტრირებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გამოდის ვიწროპარტიული ინტერესიდან და არ იბრძვის საკუთარი პარტიული რეზულტატის გაუმჯობესებისთვის. ჩვენ ვიბრძვით ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის და 5 ივნისიდან „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო კამპანიას იწყებს თბილისის მხოლოდ ორ რაიონში – სამგორისა და გლდანის რაიონებში. „ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს ბრძოლას გამარჯვებისთვის და გზას უხსნის ყველა მომსვლელ ოპოზიციურ პარტიას, რომ მოხდეს სრული შეთანხმება და წარმოდგენილები ვიყოთ ყველა ოლქში ძლიერი კანდიდატებით და ყველა სხვადასხვაგვარი ოპოზიცური განწყობის მქონდე ამომრჩეველი იქნეს დაკმაყოფილებული არჩევნების დღეს. ვფიქრობ, ამით ბევრი რამაა ნათქვამი. ამას ბევრი არ მოელოდა, მაგრამ ძალიან საწყენი იყო, რომ არ მოელოდა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები