პოლიტიკა

საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ სომხეთისთვის დახმარების გაწევის საკითხზე კომუნიკაციას გააგრძელებენ

05.06.20 17:20


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტორდან აცნობეს, სომეხმა კოლეგამ დავით ზალკალიანს მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის მხრიდან სომხურ მხარესთან აქტიური და ინტენსიური კომუნიკაციისთვის. საუბრისას მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაცვალეს განახლებული ინფორმაცია ახალი კორონავირუსის გავრცელების არსებული მდგომარეობისა და იმ ქმედებების შესახებ, რომლებსაც მთავრობები მიმართავენ ვირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციისთვის.

„დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ- მინისტრის სახელით კიდევ ერთხელ შესთავაზა სომხურ მხარეს, საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს აღმოუჩინოს დახმარება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში. ზოჰრაბ მნაცაკანიანმა, სომხეთის პრემიერ მინისტრის სახელით გამოხატა მადლიერება დახმარების შეთავაზების თაობაზე და აღნიშნა, რომ ძალზედ აფასებს ქართველი ხალხის თანადგომასა და მხარდაჭერას ამ რთული გამოწვევის დროს. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ სომხეთისთვის დახმარების გაწევის საკითხზე საჭიროებისამებრ გააგრძელებენ აქტიურად კომუნიკაციას, მათ შორის შესაბამისი დარგობრივი უწყებების აქტიური ჩართულობით. საუბრისას მხარეებმა ასევე გაცვალეს ინფორმაციები უსაფრთხოების საკითხებზე და აღინიშნა, რომ პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოება. საუბარი შეეხო ასევე ორმხრივ და მრავალმხრივ, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის განსაკუთრებული მნიშვნელობა მასში ჩართული ქვეყნებისთვის და მინისტრებმა ასევე გაცვალეს ინფორმაცია მოახლოებული მინისტერიალის შესახებ.

მინისტრებმა გამოთქვეს იმედი, რომ პანდემიის დასრულების შემდგომ, ახლო მომავალში, შესაძლებელი გახდება მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება. ზოჰრაბ მნაცაკანიანმა დავით ზლკალიანი სომხეთში ვიზიტით მიიწვია,“ - ნათქვამია ინფორმაცაიში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები