პოლიტიკა
09.06.20 14:20
“ჩვენი ამოცანაა, ვისწავლოთ ვირუსის სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ადამიანის ეკონომიკურ ცხოვრებაში სწრაფი დაბრუნება. ეს ბიუჯეტი ამაზეა აგებული”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრის ხელმძღვანლობით მოქმედ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ტურიზმის სექტორის აღდგენის კუთხით გაწეული სამუშაოს მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო, ეპიდემიოლოგიურად, კრიზისისა და ეპიდემიის რისკების მართვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა და საქართველო, როგორც პირველ და საუკეთესო ტურისტულ ქვეყანად იქნა აღიარებული.
„ტურიზმის სექტორის სწრაფი აღდგენისთვის ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. მოგეხსენებათ, საქართველო, ეპიდემიოლოგიურად და კრიზისისა და ეპიდემიის რისკების მართვის თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა და ამას აღიარებს საერთაშორისო საზოგადოებაც და ბევრმა საქართველო, როგორც პირველ და საუკეთესო ტურისტულ ქვეყანად გამოაცხადა. მთავრობა აწარმოებდა ორმხრივ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყნებსა და რამდენიმე ქვეყანასთან, რომელთანაც მოლაპარაკება თითქმის დასრულებული გვქონდა, ამ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა და ჩვენმა კოლეგებმა, ჩვენივე ინტერესებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით გვითხრეს, რომ იქნებ ცოტა ხანი დაველოდოთ და ვნახოთ ციფრები როგორი იქნება. ტურბულენტობა დაკავშირებულია არაპროგნოზირებადობასთან, მოგეხსენებათ, ბევრია საუბარი მეორე ტალღაზე, ვაქცინის ერთ თვეში, ერთ ან ორ წელიწადში გამოჩენაზე. მოკლედ, ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ როგორც ეპიდემიასთან ბრძოლის, ასევე ანტიკრიზისული, ეკონომიკის აღდგენის თვალსაზრისით, თითოეული ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს უაღრესად გონივრული, ფრთხილი და გაზომილი ჩვენს ეკონომიკასთან შესაბამისობაში. ამიტომ, როდესაც ჩვენ ოპონენტები პოპულისტური ციფრებით გვსაყვედურობენ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამას არცერთ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა არის პირველ რიგში, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა და შემოსავალი. ჩვენი მიზანი არის ძალიან მარტივი – უნდა ვისწავლოთ ეპიდემიის რისკების მართვა. ჩვენი ამოცანაა, ვისწავლოთ ვირუსის სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ადამიანის ეკონომიკურ ცხოვრებაში სწრაფი დაბრუნება. ეს ბიუჯეტი ამაზეა აგებული და დღეს იმედი მაქვს, რომ სწრაფად მოვახერხებთ დისკუსიის დასრულებას, რომ სწრაფად გავაგზავნოთ ეს ანტიკრიზისული, 2020 წლის ბიუჯეტი პარლამენტში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24