საზოგადოება

ვაკეში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლული პირის ვინაობა ცნობილია

02.09.16 20:20


ვაკეში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლული პირის ვინაობა ცნობილია. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მოკლული ნასამართლევი პირი ს.ჯ-ა, რომლის სახელიც არაერთ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეში ფიგურირებს.

„ინტერპრესნიუსი“ მის ვინაობას შეგნებულად არ ასახელებს. აღსანიშნავია, რომ მოკლულის ძმა გ. ჯ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტია.

შეიარაღებული თავდასხმა ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. ცეცხლი 2 ახალგაზრდა მამაკაცს გაუხსნეს. არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 1090


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები