საზოგადოება

მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური სახელწოდებას იცვლის

02.09.16 21:55


„თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური“ სახელწოდებას იცვლის და ის „გარემოს დაცვისა და მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის“ სახელწოდებით ჩამოყალიბდება,-ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა განუცხადა.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, როგორც მისთვის არის ცნობილი, რეორგანიზაციის შემდეგ სამსახურში შესაბამის მიმართულებებზე სამი განყოფილება შეიქმნება.

„თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში გამოსვლის დროს მოუწოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ყველა დაინტერესებულ მხარეს კონსტრუქციული აქტივობისკენ, რათა ჩაერთონ აღნიშნული სამსახურის რეორგანიზაციის პროცესში.

მერიაში ამ მიზნით რაიმე განსაკუთრებული სამუშაო ჯგუფი არ შექმნილა.

ვფიქრობ, რომ ყველას აქვს უფლება, არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ კერძო პირებსაც, რომლებიც ინტერესს გამოხატავენ, ერთად ვიზრუნოთ დედაქალაქის ეკოლოგიაზე“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 37


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები