საზოგადოება

ძლიერმა წვიმამ აჭარაში პრობლემები შექმნა

05.09.16 14:35


ძლიერი წვიმის შედეგად მოსულმა უხვმა ნალექმა აჭარაში პრობლემები შექმნა.

მეწყრული პროცესების განვითარების გამო სარფი-ბათუმის ცენტრალური გზა ერთი საათით ჩაკეტილი იყო. წვიმის შედეგად დაიტბორა ახალსოფელში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სარდაფი და ეზო. დაზიანდა ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. მიწის მასის ჩამოწოლის გამო ერთი ოჯახი ევაკუირებულია. სამაშველო სამსახური დატბორილი ეზოებისა და სარდაფების ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებს.

როგორც აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილის მამუკა თურმანიძის ინფორმაციით სტიქიის შედეგად შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად 60 მაშველი მუშაობს.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 712


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები