საზოგადოება

ნარკორეალიზაციის ბრალდებით შსს-მ უკრაინის 3 მოქალაქე დააკავა

22.06.20 16:00


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, თბილისში უკრაინის სამი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულები, რომელთანაგ ორი 1990 წელს, ხოლო ერთი 2000 წელს არის დაბადებული, ჩართული იყვნენ ნარკოტიკების ინტერნეტით გაყიდვის სქემაში.

“გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ჩართული იყვნენ ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, ა.ხ და დ.პ., პ.ბ.-ს მითითებით, თბილისში, წინასწარ სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და აღნიშნული სამალავების მისამართებს დისტანციურად ატყობინებდნენ პირს, რომელიც შემდეგ ამ ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა. სამართალდამცველებმა, ა.ხ.-ს და დ.პ.-ს პირადი ჩხრეკისას, ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განსათავსებლად გამზადებული, “ბუპრენორფინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება “სუბუტექსის” 45 აბი და სხვა ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს,” – აცხადებენ შსს-ში.

შსს-ს ინფორმაციითვე, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, ბრალდებულების მითითებით ამოღებულია ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული, “ბუპრენორფინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება “სუბუტექსის” 25 აბი.

“ბრალდებულების დროებითი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას კი პოლიციამ “ბუპრენორფინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება “სუბუტექსის” 688 მთლიანი აბი და 21 ნატეხი ნივთმტკიცებად ამოიღო,”-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები