პოლიტიკა

საეჭვო შემოწირულობები "ოცნებას"- ივანიშვილის პარტიას RMG Gold-ისა და "აკურას" თანამშრომლებმა 5 მილიონამდე ლარი შესწირეს

24.06.20 15:20


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით "ქართულმა ოცნებამ" კომპანია RMG Gold -დან შემოწირულობების სახით ასი ათასობით ლარი მიიღო.

ხოლო საერთო ჯამში 2020 წლის განმავლობაში პარტიამ 5 მილიონ ლარამდე შემოწირულობა დააგროვა.

შემომწირველები ძირითადად ფიზიკური პირები არიან, რომლებიც საყდრისში მომუშავე კომპანია RMG Gold -თან კავშირში არიან, თუმცა მათი თანამშრომლებად იდენტიფიცირება ხშირად შეუძლებელია.

ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ ერთი კომპანიის ამდენი თანამშრომლისგან მმართველი პარტიისთვის წინასაარჩევნოდ შემოწირულობების მიღება ეჭვს იწვევს და შესაძლოა ადგილი კანონდარღვევას ჰქონდეს.

საეჭვო წარმოშობის თანხები შესაძლოა კორუფციას უკავშირდებოდეს.

IDFI-ში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფაქტი აუდიტის სამსახურმა უნდა შეისწავლოს.

მკვლევარები ასევე საუბრობენ, რომ ის პირები, რომლებმაც წინასაარჩევნოდ მმართველ პარტიას დიდი რაოდენობით თანხა შესწირეს, ხშირად ს.ს აკურასგან გამარტივებულ შესყიდვებს იღებენ ხოლმე .

"ფიზიკური პირები, რომლებიც არიან ქართული ოცნების შემომწირველები, იდენტიფიცირდებიან ერთ კომპანიასთან RMG gold-თან. 21 თანამშრომელია, რომელთაც ჯამში "ქართული ოცნებისთვის" 800 000 ლარი აქვთ შეწირული. მთავარი კითხვა არის ის თუ რამდენად თავისი ნებით სწირავენ ისინი ამ თანხებს" - აცხადებენ IDFI-ს წარმომადგენლები.

ერთ-ერთი კომპანია, რომელიც "ოცნების" შემომწირველია და გამარტივებულ შესყიდვებს აკურასგან იღებს, ბიძინა ივანიშვილის ძმის საკუთრებაა.

კვლევა იხილეთ სრულად : Idfi.ge





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები