ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი - წელს მსოფლიოში ეკონომიკური ზრდა იმაზე ბევრად დაბალი იქნება, ვიდრე აქამდე ვვარაუდობდით

25.06.20 10:00


წელს მსოფლიოში ეკონომიკური ზრდა იმაზე ბევრად დაბალი იქნება, ვიდრე აქამდე ვვარაუდობდით, - ამის შესახებ განცხადებას საერთაშორისო სავალუტო ფონდი ავრცელებს.

ფონდის დირექტორის, კრისტინა გეორგიებას მტკიცებით, დღევანდელი მდგომარეობით მსოფლიო ეკონომიკური ზრდა 5%-ით შემცირდა, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გაგრძელების შემთხვევაში გლობალური ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო შემცირდება.

სავალუტო ფონდში აცხადებენ, რომ ისეთ ქვეყნებში, რომლებიც კორონავირუსმა განსაკუთრებით დააზარალა, ვარდნა კიდევ უფრო დიდი იქნება. მაგალითისთვის, ბოლო მონაცემებით, გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკური ზრდა 2021 წლამდე სულ მცირე 10%-ით შემცირდება. გეორგიევას თქმით, ეკონომიკური დაღმასვლა საკმაოდ შესამჩნევი იქნება იტალიაში, ესპანეთსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები