საზოგადოება

თურნავა: რეგულარული ფრენების შეზღუდვა ივლისის ბოლომდე მოგვიწევს

25.06.20 14:00


ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, რეგულარული ფრენების შეზღუდვა ივლისის ბოლომდე გადაიწევს.

„მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა პრიორიტეტია. ამ ამოცანიდან გამომდინარე, ჩვენ ივლისშიც საკმაოდ ფრთხილად მოვეკიდებით საერთაშორისო ვიზიტორებს. ველოდებით ამ დღეებში რა გადაწყვეტილებას მიიღებს თვითონ ევროკავშირი, რომელმაც ჯერ მხოლოდ საკუთარ წევრ სახელმწიფოებს შორის გახსნა საზღვრები. ამ დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას არაწევრ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. დიდი ალბათობით, მოგვიწევს რეგულარული ფრენების შეზღუდვის გადაწევა ივლისის ბოლომდე, თუმცა ჩარტერული, საკმაოდ რეგულარული ფრენები, დღესაც ხორციელდება და ივლისშიც განხორციელდება. ჩვენ ამას გავაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, რეგულარული ფრენების აღდგენა პირველ რიგში დამოკიდებულია მსოფლიოს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.

„ჩვენ ყველაზე მეტად გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს, სრული მასშტაბით, რეგულარული ფრენები. დღეს ის ვითარებაა, როცა პირველი არის ჯანმრთელობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები