პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტში გიორგი გახარიას მოუსმენენ

26.06.20 10:00


საქართველოს პარლამენტში დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმენენ.

მთავრობის მეთაური საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიშით წარდგება.

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორც ცნობილია, პარლამენტში პრემიერის მიერ ანგარიშის წარდგენას დაესწრება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო".

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში ორჯერ წარსდგა - 27 მაისს პრემიერმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა, 29 მაისს კი გიორგი გახარია პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები