საზოგადოება

გიორგი ქადაგიძე, ნინია კაკაბაძე და ქეთი დევდარიანი “ფორმულაზე” გადაცემას წაიყვანენ

26.06.20 12:40


სცენარისტი ქეთი დევდარიანი “ფორმულაზე” ახალ გადაცემას იწყებს, რომლის სახელიც იქნება “პოლიტიკა და ყველაფერი ერთად”.

როგორც ტელეარხის გენერალურმა დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ ამავე არხის ეთერში თქვა, დევდარიანის თანაწამყვანები იქნებიან ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე და “ფორმულას” თანამშრომელი ლუკა ლიფონავა.

გადაცემას ეყოლება მეხუთე წამყვანიც, რომლის ვინაობაც ჯერ უცნობია.

“ფართო კუთხით შეეცდებიან მოვლენებს დააკვირდნენ და დიდ სურათში შევძლოთ იმ პრობლემების დანახვა, რაც გვაქვს”, – ასე ახსნა ზუკა გუმბარიძემ ახალი გადაცემის კონცეფცია.

მისივე ინფორმაციით, არხზე დღის პოლიტიკურ ტოქშოუს წაიყვანს “ტაბულას” ყოფილი მთავარი რედაქტორი სალომე უგულავა. საავტორო გადაცემა ექნება ირაკლი ტაბლიაშვილს. არხზე ახალ გადაცემას იწყებს ნიკა ქავთარაძეც.

როგორც ზუკა გუმბარიძე ამბობს, “ფორმულა” უახლოეს მომავალში დაიტვირთება პოლიტიკური და გასართობი გადაცემებით.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამავე არხზე სამუშაოდ გუნდთან ერთად გადავიდნენ ტვ “პირველის” ჟურნალისტები ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია.

“ფორმულა” 2019 წელს დაფუძნდა და ეთერში მას შემდეგ გავიდა, რაც “რუსთავი 2-ის” წილები ევროსასამართლომ საბოლოოდ მიაკუთვნა ქიბარ ხალვაშს. არხზე იმ დროს, ძირითადად, “რუსთავი 2-ის” ყოფილი ჟურნალისტები დასაქმდნენ. “ფორმულას” მთავარი მეწილე და დამფინანსებელი თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები