პოლიტიკა

რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად - პრენმიერი

26.06.20 14:00


პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად.

გახარიას თქმით, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება

„დღეს საქართველოს ფუნდამენტურ გამოწვევას წარმოადგენს ოკუპაცია. რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად და როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ 20%-ზე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ესაა ის შეზღუდვა, რომელიც რეალური ფაქტორია ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ეს არაა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ან მიწის 20%-ის შეზღუდვა, ეს ეხება ყველა სფეროს.

პირველ რიგში ადამიანური რესურსებით თვალსაზრისით ვართ შეზღუდული 20%-ით, ჩვენი ეკონომიკაა შეზღუდული კიდევ უფრო მეტად. რუსეთის ფედერაცია, როგორც ადგილზე კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო დღეს პასუხს აგებს ყველა იმ ადამიანის უფლებების დარღვევაზე, რომელიც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ბორდერიზაციის გაგრძელებით დაწყებული, ადამიანი გატაცებით, სიცოცხლის ხელყოფით, ჯანმრთელობის უფლების თუ გადაადგილების უფლების შეზღუდვის, ყველა ეს მიმართულება უკიდურესად მნიშვნელოვანია,“- თქვა გიორგი გახარიამ.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები