საზოგადოება

მეტრო 00:00 საათამდე მუშაობას, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს განაახლებს

29.06.20 13:40


თბილისის მეტრო 00:00 საათამდე მუშობას, სავარაუდოდ, სექტემბრს ბოლოდან განაახლებს.

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” თბილისის მერიაში განუცხადეს. ელექტროგაყვანილობის სისტემის ცვლილების გამო უკვე ერთი წელია, მეტრო 23:00 საათამდე მუშაობს.

მერიაში აღნიშნავენ, რომ შეფერხება სარეაბილიტაციო სამუშაოებში კორონავირუსის პანდემიამ შეაფერხა და ჩვეულ რეჟიმში თბილისის მეტრო მუშაობას დაგეგმილზე სამი თვით გვიან განაახლებს.

მერიაში აცხადებენ, რომ იგეგმებოდა უცხოელი ექსპერტების მოწვევა, რაც შექმნილი ვითარების გამო ამ დრომდე ვერ მოხერხდა, ამასთან, კორონავირუსის გამო გამნიავებელი სისტემის განახლებისთვის საჭირო მოწყობილობების ჩამოტანაც შეფერხდა.

აღნიშნულ საკითხზე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა კახა კალაძემაც. მისი თქმით, სამუშაოების გარგლებში უკვე დამონტაჟებულია, დაახლოებით, 500 კმ ძალოვანი და განათების კაბელი და ამ ეტაპზე ქვესადგურებზე კაბელების მიერთება მიმდინარეობს, რომელიც ხუთ მეტროსადგურში („ახმეტელი“, „სარაჯიშვილი“, „გურამიშვილი“, „სადგურის მოედანი“, „მარჯანიშვილი“) უკვე დასრულებულია:

“რაც შეეხება გამნიავებელ სისტემებს, პროექტით გათვალისწინებული 32 ვენტილატორიდან 30 კომპლექტი უკვე ჩამოსულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვენტილატორების მონტაჟი და მიერთება. 30-დან 12 ვენტილატორი უკვე დამონტაჟებულია. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ადამიანების უსაფრთხოება” – აცხადებდა კალაძე 10 ივნისს გამართულ სხდომაზე.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები