პოლიტიკა
29.06.20 14:40
„საქართველოში რაც უფრო მეტ მეზღვაურს მოვამზადებთ, ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერის მაჩვენებელი იქნება“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
პრემიერმა მეზღვაურებს საერთაშორისო დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მათ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით.
„საერთაშორისო ვაჭრობის 90%-ზე მეტი მოდის საზღვაო გადაზიდვებზე. მეზღვაურები რომ არ იყვნენ, მსოფლიო ფაქტობრივად გაჩერდებოდა, ეკონომიკა გაჩერდებოდა. მინდა დღეს განსაკუთრებით ამ კრიზისში ეს დღე მოგილოცოთ.
საქართველოს დღეს დაახლოებით 12 ათაზე მეტი მეზღავური ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის დროშების ქვეშ შრომობენ ქვეყნისთვის, გლობალურად, ვაჭრობის და მეზღვაურობის განვითარებისთვის. თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ახლა ზღვაშია, მინდა პირველ რგიში მივულოცო ეს დღე. ყველას ვუსურვო შინ მშვიდობით და ჯანმრთელად დაბრუნება.
შავი ზღვა არის ამ ქვეყნის მომავალი, ჩვენი ბედი, საქართველოს კარიბჭე. ვერაფერს ეკონომიკურად ჩვენ ვერ მივაღწევთ, თუ მეზღვაურის პროფესია არ გახდება ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული, საჭირო“,- აცხადებს გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია განათლება, სწორედ ამ მიზნით ფოთში საზღვაო აკადემიის ფილიალის მშენებლობა დაიწყო, რომელიც იქნება პროფესიული სასწავლებელი.
„შავი ზღვისპირეთში უნდა გავიშალოთ.
საქართველოში რაც უფრო მეტ მეზღვაურს მოვამზადებთ, ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერის მაჩვენებელი იქნება. საბედნიეროდ ჩვენი აკადემია ამზადებს ღირსეულ კადრებს, რომელზეც გლობალურად მოთხოვნა მაღალია.
ჩვენი მეზღვაურები ჩვენს ქვეყანას ეკონომიკურად უკვე ეხმარებიან - ბევრ ბათუმელს, თავიანთ ოჯახებს და საქართველოს სხვა მოქალაქეებს. გვახსოვდეს, შავი ზღვა და მეზღვაურის პროფესია არის ამ ქვეყნის მომავალი“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24