პოლიტიკა
29.06.20 16:00
“დღეს საქართველოდან ევროკავშირში ან ევროკავშირიდან საქართველოში ფრენები აკრძალული არ არის, დღეს დაფრინავს ბერლინიც, ვენაც, ამსტერდამიც. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ როგორც კი შესაძლებლობა გვექნება, ფრთხილად გავხსნათ საზღვრები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, შეზღუდვების მიზეზი მხოლოდ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.
გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ურთიერთობას ევროკავშირთან, სატრანსპორტო თვალსაზრისით არაფერი ემუქრება.
„ჩვენი თითოეული ნაბიჯი, იმ სპეკულირების მაგივრად, რომელსაც პარლამენტიდან დაწყებული ზოგიერთი ტელევიზიის საშუალებით ავრცელებენ, „რეისები რატომ გადადეთ” – მიზეზი არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. არ დაგავიწყდეთ, რომ რეგიონში არის სერიოზული აფეთქება ბევრგან და ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს კოორდინაციაში, მოლაპარაკების საფუძველზე გაკეთებული, ჩვენს თითოეულ პარტნიორსა და ჩვენს ურთიერთობას ევროკავშირთან სატრანსპორტო თვალსაზრისით არაფერი ემუქრება.
თითოეული ნაბიჯი გვაქვს გაზომილი და ყველანაბიჯი გამოწვეულია ადამიანის ჯანმრთელობითა და იმ მიღწევებით, რომლებიც ჩვენ გვაქვს, როდესაც რეგიონისგან განსხვავებით ჩვენი ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ერთნიშნა ციფრით არის განსაზღვრული მაშინ, როდესაც ზოგიერთ ქვეყნებში ასობით არის ყოველდღიურად. უნდა ვიცოდეთ, რომ ამის შესაძლებლობას ჩვენ გვაძლევს ჩვენი მოქალაქეების სწორი და კარგი ქცევა და ამასთან ერთად საზღვრებისა და საკარანტინე მექანიზმების ეფექტიანი კონტროლი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს
10:0018.04.24
-
18:0017.04.24
-
ირაკლი კობახიძე - კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას
17:3117.04.24
-
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა
16:4617.04.24
-
16:0017.04.24
-
გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს
15:2917.04.24
-
მამუკა მდინარაძე - ევროპა არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და განვითარება
14:5117.04.24
-
კახა კალაძე - ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე
14:0017.04.24
-
40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ტენდერი დასრულებულია
13:1517.04.24
-
12:4117.04.24
-
12:4117.04.24
-
11:4917.04.24
-
10:4217.04.24
-
რუსეთი ირანს რაშტ-ასტარას რკინიგზის საკითხთან დაკავშირებით აჩქარებს
23:4316.04.24
-
18:0016.04.24
-
17:2516.04.24
-
შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა
17:0016.04.24
-
16:2516.04.24
-
გიორგი ბოტკოველი - რუსული კანონი ხელს უშლის ბევრი აქტიური პროგრამის საქმიანობას
15:5016.04.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს
15:1516.04.24
-
14:5016.04.24