პოლიტიკა
29.06.20 17:00
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის შემუშავებაში “დელოიტ კონსალტინგის” ექსპერტები ეხმარებიან, რომელთა მომსახურეობასაც USAID აფინანსებს.
მინისტრის თქმით, გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს 2 სხვადასხვა საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად.
ამის შესახებ საუბარია ეკონომიკის მინისტრის მიერ პარლამენტის წევრის ლევან კობერიძისთვის გაგზავნი წერილში. კობრიძემ სადეპუტატო კითხვით მინისტრს 10 ივლისს მიმართა და დაინტერესედა, რა ეკონომიკური პოლიტიკით უნდა უპასუხოს ქვეყანამ არსებულ ეკონომიკურ გამოწვევას, ასევე როგორი იქნება ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურა: რომელი დარგები ჩაითვლება პრიორიტეტულად კრიზისიდან გამოყვანისთვის და სხვა. ამაზე თურნავამ უპასუხა, რომ ეკონომიკის განვითარების გეგმაზე COVID 19 პანდემიით გამოწვეულ კრიზისულ და პოსტ-კრიზისულ პერიოდში, მთავრობა აქტიურად მუშაობს UNDP-ს მიერ მოწვეულ ექსპერტებთან და აშშ განვითარების სააგენტოს ეკონომიკური მმართველობის პროგრამის (USAID Economic Governance Program) ფარგლებში, დელოიტ კონსალტინგის ექსპერტებთან.
ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ასევე მუშაობს UNDP-ის მიერ მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, კვლევისა და პოლიტიკის დოკუმენტის – „სტრუქტურული ცვლილებები საქართველოს ეკონომიკაში გაზრდილი განუსაზღვრელობის პერიოდში“ შემუშავებაზე, რომელშიც შევა ძირითადი რეკომენდაციები ეკონომიკის რესტრუქტურიზაციის შესახებ საწარმოო სტრუქტურისა და ეკონომიკის შესაძლებლობების შესახებ. აშშ განვითარების სააგენტოს ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო სრულად ფინანსდება აშშ განვითარების სააგენტოს მიერ და აღნიშნული სამუშაოს დასრულება დაგეგმილია 2020 წლის ივლისში.
პროექტში ჩართულია საერთაშორისო ექსპერტების გუნდი:
ლუის პანიაგა – პროექტის მენეჯერი
ვორენ ქოუთსი – მონეტარული ეკონომისტი
სტივენ სიმანსკი – ფისკალური ეკონომისტი
ჯესიკა მაინო – ეკონომიკური მმართველობის მრჩეველი
სტივ ლევარნი – ეკონომიკური მმართველობის მრჩეველი
რონ მაკმორანი – ფისკალური ღონისძიებების მრჩეველი
UNDP-ის მოწვეული ექსპერტების მიერ განსახორციელებელი სამუშაო სრულად ფინანსდება გაეროს განვითარების პროგრამის მიერ და აღნიშნული სამუშაოს დასრულება დაგეგმილია 2020 წლის აგვისტოში.
კვლევაში ჩართულები არიან შემდეგი ექსპერტები:
ჰა ჯუნ ჩანგი: წამყვანი მკვლევარი. კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, განვითარების
პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი (კემბრიჯის უნივერსიტეტი).
ქრისტოფერ ქრამერი: მკვლევარი სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ექსპორტის წახალისების დარგში ჯონატან დი ჯონი: მკვლევარი საგადასახდო, საფინანსო და ენერგეტიკის სექტორში კირილ ზაჩი: დამხმარე მკვლევარი.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 208
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24