პოლიტიკა

ვულოცავ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას - ვიოლა ფონ კრამონი

29.06.20 17:20


პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ტვიტერზე" გამოეხმაურა.

კრამონი საქართველოს საარჩევნო სისტემის ცვლილების მიღებას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ ამით საპარლამენტო არჩევნები უფრო დემოკრატიული და სამართლიანი გახდება.

ევროპარლამენტარი ასევე აღნიშნავს, რომ კენჭისყრაში ყველა არ მონაწილეობდა და ეს სამწუხაროა.

„ვულოცავ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას. სამწუხაროა, რომ ყველა არ მონაწილეობდა კენჭისყრაში. ამ მიღწევამ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები უფრო დემოკრატიული და სამართლიანი უნდა გახადოს,“- წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები