პოლიტიკა

ჯასტინ მაკკენზი სმიტი: დღეს ისტორიული დღეა, ვულოცავ ქართველ ხალხს საკონსტიტუციო ცვლილებებს

29.06.20 18:00


“დღეს ისტორიული დღეა, კონსტიტუციური ცვლილებები დემოკრატიის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია”, – ასე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტი საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას.

ელჩმა მისალოცი ტექსტი „ტვიტერზე“ ინგლისურად და ქართულად დაწერა.

„დღეს ისტორიული დღეა. კონსტიტუციური ცვლილებები დემოკრატიის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია. საქართველოს პარლამენტი უფრო წარმომადგენლობითი და პლურალისტული იქნება და მეტ ადამიანს ექნება საშუალება, საქართველოს მომავლის შენებაში შეიტანოს წვლილი. ვულოცავ საქართველოს ხალხს, მათი ნება ურყევია“, – წერს ელჩი.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები