პოლიტიკა

ევროპარლამენტარები - მივესალმებით ისტორიულ ნაბიჯს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით გადადგა

30.06.20 12:00


მივესალმებით ისტორიულ ნაბიჯს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით გადადგა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარების, მარინა კალიურანდისა და სვენ მიკსერის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„ცვლილებებს მესამე და ბოლო მოსმენაზე 150-დან 117 დეპუტატმა მისცა ხმა. ეს საქართველოს დემოკრატიული ცხოვრების განვითარების საკვანძო მოვლენაა. იმედი გვაქვს, რომ ეს პოზიტიური იმპულსი შენარჩუნდება და გაგრძელდება 1 და 2 ივლისს საარჩევნო რეფორმის კენჭისყრის დროსაც, რომელიც ეუთო/ოდირი-ს რეკომენდაციებს მოიცავს,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში, რომ აღნიშნულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მთავარ პოლიტიკურ პარტიას, მიიღოს მონაწილება კენჭისყრაში 8 მარტს შეთანხმების სულისკვეთებით და ხელი შეუწყოს საქართველოში პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციას,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, მარინა კალიურანდი და სვენ მიკსერი საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირსა და საქართველოს შორის შორის ასოცირების შეთანხმების გაფორმების 6 წლისთავს ულოცავენ.

„ველოდებით, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის განმტკიცებას ჩვენს მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყანაში და ასევე, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს“, – ნათქვამია განცხადებაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები