პოლიტიკა

იპოდრომზე მწვანე ზონა უნდა განვითარდეს, ადგილის ნებისმიერი სხვა სახით გამოყენება დანაშაულია - რომან გოცირიძე

30.06.20 13:00


ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე იპოდრომის ერთი კომპანიიდან მეორე კომპანიაზე გასხვისებას, დანაშაულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ტერიტორია მხოლოდ სარეკრეაციო ზონისთვის უნდა იყოს განკუთვნილი.

ცნობისთვის, ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, ბიძინა ივანიშვილის ფონდმა „ქართუმ“, ასევე ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისგან 60 მილიონად იყიდა.

„ივანიშვილის ერთი კომპანიიდან მეორე კომპანიაზე ტერიტორიის გადაყიდვა რა მაქინაციაა, ჩვენ ამას ალბათ მოგვიანებით გავიგებთ. თუმცა, ამ ეტაპზე ერთი რამ ფაქტია, თბილისს, გარდა იპოდრომისა, არანაირი სხვა შანსი არ აქვს მწვანე ზონა განავითაროს.ეს ტერიტორია აუცილებლად უნდა გამოისყიდოს სახელმწიფომ და აქ გაშენდეს პარკი. ამ ადგილის ნებისმიერი სხვა სახით დატვირთვა, იქნება ეს მშენებლობა თუ ა.შ. დანაშაულია.“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები