პოლიტიკა

დიდი ალბათობით ქუთაისში ვიყრი კენჭს – ვაშაძე

30.06.20 15:20


“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მართალია პარტიას ფორმალურად გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა დიდი ალბათობით ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.

“ტვ პირველის” ეთერში მან ასევე განაცხადა, რომ ენმ-ს თბილისის 6 ოლქის გარდა, ყველა მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატი ეყოლება.

“ნიკა მელიას ბრიფინგის დროს როცა ჩვენ პარტნიორებს თბილისში მივეცით საშუალება თავად მოელაპარაკათ იმ 6 ოლქზე, იქვე იმ ბრიფინგზე განცხადებული იყო რომ დანარჩენ ოლქებში ყველგან დავაყენებთ კანდიდატებს, შესაბამისად, არავითარი სხვა კანდიდატი ჩვენთან შეთანხმებული არ არის. რაც შეეხება თქვენს მონა-მორჩილს, ფორმალური გადაწყვეტილება პარტიას მიღებული არ აქვს, ამიტომ ლაპარაკი არც ვიცი ნაადრევია თუ არა, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით ქუთაისში ვიქნები,” – ამბობს ვაშაძე.

როგორც ცნობილია, გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში ერთხელ უკვე იყრიდა კენჭს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მერის თანამდებობაზე. ის მეორე ტურში გავიდა, თუმცა პარტიამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. გაიმარჯვა ‘ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები