პოლიტიკა

ველოდები 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებას - ჯიმ რიში

02.07.20 14:40


ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება.იგი აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ხელისუფლების მიმართ ნდობას გაზრდის და დემოკრატიულ პროცესებს გააღრმავებს.

"მიხარია, რომ საქართველოს პარლამენტმა 8 მარტის შეთანხმებით დაკისრებული საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო. ეს გაზრდის საქართველოს მოქალაქეების მთავრობისადმი ნდობას და წაახალისებს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობას. ველოდები შეთანხმების ბოლომდე შესრულებას და საქართველოში დემოკრატიის გაღრმავებას", - წერს ჯიმ რიში "ტვიტერზე".





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები