პოლიტიკა

აშშ-ის ელჩი: ვიმედოვნებთ ოქტომბრის არჩევნებისთვის პარლამენტი ძლიერ საარჩევნო კანონმდებლობას მიიღებს

02.07.20 15:40


„ვიმედოვნებთ, რომ ოქტომბრის არჩევნებისთვის პარლამენტი ძლიერ საარჩევნო კანონს მიიღებს“, - ამის შესახებ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.ამერიკელი დიპლომატის თქმით, კანონმდებლობის პროექტზე კარგი სამუშაოები ჩატარდა.

„კარგი შეხვედრა გვქონდა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს კანონმდებლობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და შესულია ოდირის რეკომენდაციებში.

განვიხილეთ დამატებითი წინადადებებიც, ვფიქრობ შევქმნით გარკვეულ პირობებს თავისუფალი, სამართლიანი, სანდო და გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად. კარგი სამუშაოები ჩატარდა კანონმდებლობის პროექტზე და ვიმედოვნებთ, რომ ოქტომბრის არჩევნებისთვის პარლამენტი ძლიერ საარჩევნო კანონს მიიღებს“, - აღნიშნა დეგნანმა.

ცნობისთვის, 29 ივნისს 117 მომხრე, 3 წინააღმდეგი - პარლამენტმა ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება. ერთჯერადად რჩება ბლოკის ინსტიტუტი. ბლოკებისთვის არის დიფერენცირებული საარჩევნო ბარიერი, კერძოდ რამდენი პარტიაც იქნება წარმოდგენილი ბლოკში, იმდენი პროცენტი უნდა გადალახოს საარჩევნო სუბიექტმა. თბილისში წარმოდგენილია 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რაც შეხება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას, აქ შექმნილია 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები