ეკონომიკა
02.07.20 16:20
„შევეცდებით, სწორედ ის ქვეყნები, ან მიმოსვლის ის წესი შეირჩეს, რომ თავიდან ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური აფეთქება და ამავე დროს, ხელი შევუწყოთ მიმოსვლას”, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ფრენებთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ემყარება კონკრეტულ ანალიზს და თავად ევროკავშირის ფარგლებში არსებულ მიდგომებს.
„თავისთავად ძალიან დიდი პატივია, რომ საქართველო მოხვდა იმ 15 ქვეყნის ჩამონათვალში, რომელთანაც ევროკავშირმა უსაფრთხოდ ჩათვალა მიმოსვლა, მაგრამ თავად ევროკავშირის ქვეყნებს შორისაც არ არის ერთგვაროვანი მიდგომა საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით.
ჩვენც ვაკეთებთ ყოველდღიურ ანალიზს და ამ ნაწილში ჩვენს სიფრთხილეს აქვს შემდეგი ლოგიკა და ახსნა. ჩვენ, დაახლოებით, 10 მილიონ ტურისტს ველოდებოდით წელს. 50 000 ტურისტი რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, ეს პრაქტიკულად, არის ზღვაში წვეთი ჩვენი ეკონომიკისთვის, მაშინ როდესაც ეპიდემიის თვალსაზრისით, რისკი საკმაოდ მაღალია. მათი ერთი პროცენტიც რომ ინფიცირებული იყოს, საკმაოდ სერიოზული გავრცელება შეიძლება გამოიწვიოს. შემდეგ, რომც არ დავაწესოთ შეზღუდვები, გავრცელების პირობებში, ადამიანები თვითშეზღუდვით არიან დაკავებულები, ეკონომიკური აქტივობა ვარდება, ამიტომ რამდენადაც პარადოქსული არ უნდა მოგეჩვენოთ, ამ შემთხვევაში, რისკი და სიკეთე ვერ ბალანსდება. ეს არის ძირითადი პრინციპი, რომელიც ამ პერიოდისთვის, ვფიქრობთ, ადეკვატურია. იმის მიხედვით, ზოგადი სიტუაცია როგორ განვითარდება მსოფლიოში, გაუმჯობესდება თუ გაუარესდება, აქაც შეიძლება, გაცილებით უფრო გახსნილი და ნაკლები სიფრთხილით მოვეკიდოთ ამ საკითხს,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ფინანსთა მინისტრი, ასევე, შეეხო საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების პროგრამას და აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება, ამ პროცესში უზრუნველყოფილყოს რამდენიმე ავიაკომპანიის ჩართულობა, მოქალაქეებისთვის ავიაბილეთების ფასებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 244
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24