პოლიტიკა

აშშ-ში უკრაინის ელჩი - ნატო-მ და ევროკავშირმა საქართველოში 2008 წლის კონფლიქტი დიდწილად უგულებელყვეს

03.07.20 10:00


ნატო-მ და ევროკავშირმა საქართველოში 2008 წლის კონფლიქტი დიდწილად უგულებელყვეს.

ყირიმის ომის შემდეგ მათი ცნობიერება ამ კუთხით შედარებით გაიზარდა და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ნატო-მ შავი ზღვის რეგიონში საკუთარი პოზიციები გაემყარებინა, – ამის შესახებ აშშ-ში უკრაინის ელჩმა, ვოლოდიმირ იელჩენკომ შავ ზღვაში ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობებზე „ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ყირიმის ომი 21-ე საუკუნეში უპრეცედენტო აგრესიის შემთხვევა იყო, რომლის დროსაც ევროპის კონტინენტზე 1945 წლის შემდეგ საზღვრები სამხედრო ძალების მეშვეობით პირველად შეიცვალა.

იელჩინკოს თქმით, რუსეთისთვის შავ ზღვას ყოველთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა და ქვეყანა მას ეკონომიკურ ინტერესებისთვის ახლაც აქტიურად იყენებს.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები