ეკონომიკა

ივნისში სურსათი 13.6%-ით გაძვირდა

03.07.20 12:20


ივნისში ინფლაციის წლიურმა განაკვეთმა ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებელს 2-ჯერ გადააჭარბა და 6.1%-ს მიაღწია. წინა თვესთან შედარებით კი სამოხმარებლო ფასები 1.4%-ით შემცირდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

წინა თვეების მსგავსად, ყველაზე მეტად 13.6%-ით სურსათი და უალკოჰოლო სამელი გაძვირდა, რამაც ჯამურ ინფლაციაზე 4.15%-იანი ასახვა ჰპოვა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (46.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (17.2 პროცენტი), თევზეული (15.8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (14.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (13.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (13.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (12.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (10.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.3 პროცენტი).

იმავე პერიოდში 7.5%-ით გაიზარდა ჯანდაცვის ხარჯები, ტრანსპორტი კი 8.6%-ით გაიაფდა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები