პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი - არიან ქვეყნები, რომლებიც გვთავაზობენ ყოველგვარი ტესტირებისა და კარანტინის გარეშე საზღვრების გახსნას, ამ საკითხებზე ვმუშაობთ აქტიურად

03.07.20 14:00


ევროკავშირის უკლებლივ ყველა ქვეყანამ აღიარა ჩვენი წარმატება პანდემიასთან ბრძოლის ნაწილში და ის ფაქტი, რომ საქართველო მოხვდა იმ 15 ქვეყანას შორის, ვისთანაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები უსაფრთხოდ მიიჩნევენ საზღვრის გახსნას, არის თავისთავად ძალიან დიდი გამარჯვება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დიალოგი და ზუსტდება დეტალები ქვეყნებთან, რომელთაც საზღვრის გახსნის განსხვავებული რეჟიმები დააწესეს.

„თითოეულ ქვეყანას აქვს დადგენილი საზღვრის გახნის თავისი რეჟიმი. მაგალითად, ავსტრიამ აირჩია, რომ არ გაეხსნა საზღვრები ევროკავშირის ქვეყნების გარდა სხვებისთვის, იტალიამ კი გადაწყვიტა, რომ გაეხსნა, მაგრამ 14-დღიანი კარანტინით. ასევე, შვედეთთან დაკავშირებით გავიგეთ გუშინ, რომ მზად არიან გახნან საზღვარი ტესტის გავლის პირობით. არიან ქვეყნები, რომლებიც გვთავაზობენ ყოველგვარი ტესტირების და კარანტინის გარეშე საზღვრების გახსნას, სწორედ ამ საკითხებზე ვმუშაობთ აქტიურად“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები