პოლიტიკა

გრიგოლ ლილუაშვილი ტოივო კლაარს შეხვდა

03.07.20 15:20


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშირისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს, ტოივო კლაარს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სუს-იდან აცნობეს.

შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილი ვითარება განიხილეს და უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. მათ შორის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. გადასასვლელების დახურვის გადაწყვეტილებასა და მის თანმდევ ნეგატიურ შედეგებზე.

შეხვედრაზე, COVID-19-ის პანდემიის ფონზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზეც ისაუბრეს.

ხაზი გაესვა ევროკავშირის, როგორც ჟენევის საერთაშორისო დიკუსიების თანათავმჯდომარის როლს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუზღუდავი წვდომის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ აღინიშნა, მოლაპარაკებების არსებული ფორმატების, კერძოდ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები