პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე - საზოგადოების დიდი ნაწილი გაბრაზებულია, რომ ძველი ოპოზიცია - "ევროპული საქართველო" და "ნაცმოძრაობა" საჯაროდ ატყუებდა მას

03.07.20 16:20


თუ ვინმე რამეზე უნდა იყოს გაბრაზებული, მათ შორის რომან გოცირიძეც, პირველ რიგში უნდა იყოს საკუთარ თავზე და პარტიაზე, რომ მათ ვერაფრით მოახერხეს დაპირებული გადაწყვეტილებებისთვის მხარი დაეჭირათ,- ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ფრაქცია "ნაციონალური მორაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის დღევანდელ განცხადებას. მისი თქმით, საზოგადოება ოპოზიციაზე გაბრაზებულია.

"ვფიქრობ, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი არის გაბრაზებული, რომ ეს ორი პარტია, ძველი ოპოზიცია - "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" საჯაროდ ატყუებდა საზოგადოებას, ისინი ყოველ დღე საჯარო განცხადებებით ეუბნეოდნენ, რომ მხარს უჭერდნენ საარჩევნო სისტემის შეცვლას და საღამოს ეუბნეოდნენ, რომ დიახ, ჩვენ ხმა არ მივეცით საარჩევნო სისტემის ცვლილებას. გუშინ კარგად დაინახეთ, რომ ძველი ოპოზიცია საერთოდ არ ესწრებოდა განხილვებს, შესაბამისად, ეს ღიად არის განაცხადი, რომ ისინი მეორეჯერაც სამწუხაროდ, აღმოჩნდნენ თამაშგარე მდგომარებაში.

ამ პროცესმა გააკეთა სრული ლუსტრაცია, ვინ არიან ის პოლიტიკური ჯგუფები, ვისაც შეუძლია მომავლის პოლიტიკაში მონაწილეობა და საკუთარ დაპირებებზე პასუხიგებლობის აღება. თუ ვინმე რამეზე უნდა იყოს გაბრაზებული, მათ შორის, ბატონი გოცირიძეც, პირველ რიგში უნდა იყოს საკუთარ თავზე და პარტიაზე გაბრაზებული, რომ მათ ვერაფრით მოახერხეს დაპირებული გადაწყვეტილებებისთვის მხარი დაეჭირათ,"- განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისათვის, რომან გოცირიძემ დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერები ოპოზიციის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებაში დაადანაშაულა და არ გამორიცხა, რომ ამ საკითხზე სასამართლოს მიმართონ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები