პოლიტიკა

სასამართლო განჩინების მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრომ შენგელიას სანოტარო საქმიანობის უფლება არ აღუდგინა

03.07.20 17:40


სასამართლო განჩინების მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრომ ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობის უფლება არ აღუდგინა. სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად, შენგელიამ აღსრულების ბიუროს მიმართა.

"მე უკვე მესამე დღეა წარვადგინე აღნიშნული გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში, რომლითაც დადგენილია, რომ ჩემთვის შესაბამის პროგრამების ჩართვა უნდა მოხდეს და მე უნდა მომეცეს წვდომა სანოტარო რეესტრში და დავიწყო მუშაობა. თუმცა იუსტიციის სამინისტრო ნებაყოფლობით არ ასრულებს ამ გადაწყვეტილებას. სამწუხაროდ, მე იძულებული გავხდი, რომ მე იძულებით სააღმსრულებლო პროცედურებს მივმართო", - განაცხადა შენგელიამ.

მისი განცხადებით, თუ უახლოეს დღეებში სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულდება, მაშინ ის პროკურატურას მიმართავს.

"სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და თუ უახლოეს დღეებში არ იქნება აღსრულებული ეს გადაწყვეტილება, მე მივმართავ პროკურატურას სისხლის სამართლის კოდექსით გამოძიების დაწყების თაობაზე", - აღნიშნა შენგელიამ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები